ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ კოსტავას ქუჩაზე მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ დარჩიების ოჯახს ახალი სახლი აუშენა.
დარჩიების მრავალშვილიანი ოჯახი წლების განმავლობაში, ამორტიზებულ, მცირე საცხოვრებელი ფართის მქონე სახლში ცხოვრობდა.
სამშენებლო სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა ჯამური ღირებულებით – 15 000 ლარი.
#გურია #ოზურგეთი2020 #სოციალურიპროექტი