საკრებულოს წევრები მოქალაქეებს 2020 წელს გაწეული საქმინობის შესახებ ანგარიშებს წარუდგენენ. ანგარიშების წარდგენა, რეგულაციების გათვალისწინებით საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართება და ის პირდაპირი ტრანსლაციით მუნიციპალიტეტის ვებ გვერდსა და საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე გადაიცემა. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა გაქვთ თვალი ადევნოთ ანგარიშის წარდგენას ონლაინ რეჟიმში, დაუსვათ შეკითხვები საკრებულოს წევრებს და შეაფასოთ მათ მიერ გაწეული საქმიანობა.
2021 წლის 3 თებერვალს გასული წლის საქმინობის ანგარიშს წარადგენენ საკრებულოს წევრები:
12:00 საათი – ლავრენტი ბიგვავა;
14:00 საათი -ხათუნა ცერცვაძე;
16:00 საათი- ვახტანგ ნიჟარაძე (ვაკიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი).
მის: ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ N1 საკრებულოს სხდომათა დარბაზი.