მერიის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ ხვარბეთში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრებით საბავშვო ბაღის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა.
შენობა, რომელიც წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო სრულად გარემონტდა.
დასრულებული პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ დაათვალიერა, რომლის გადაწყვეტილებითაც ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, შენობის სრული რეკონსტრუქცია განხორციელდა.
მოეწყო სამყოფი ოთახი, საძინებელი, სველი წერტილები და წყლის სისტემა.
პროექტის განმახორციელებელია “ჯორჯიან ბილდინგ კომპანი.”
სამუშაოების ჯამური ღირებულება 118 442 ლარს შეადგენს.
მსგავსი სტატიები