დღეს, ოზურგეთის საკრებულოს წევრებმა, ნატანებისა და დაბა ლაითურის ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარმა დეპუტატებმა, თამაზი ტუღუშმა და გიორგი ჩაგანავამ, 2020 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამეს.
ანგარიშების წარდგენას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე უძღვებოდა.
საკრებულოს წევრების მოხსენება, მოქალაქეებმა პირდაპირირი ტრანსლაციის მეშვეობით მოისმინეს და საკრებულოს წევრებს შეკითხვებით ონლაინ ფორმატში მიმართეს.
საანგარიშო პერიოდში კომისიებისა და ფრაქციების ფორმატში მუშაობა, მუნიციპალიტეტის ბიუეჯეტი, სოციალური საკითხები და ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები აისახა საკრებულოს წევრების ანგარიშში. ყურადღება გამახვილდა პანდემიის პირობებში სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებებზე, რომელთა დაგეგმვა განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდნენ. თამაზ ტუღუშისა და გიორგი ჩაგანავას მიერ 2020 წელს გაწეული საქმინაობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა.