ოზურგეთის საკრებულოს წევრმა ლელა საჯაიამ, მოქალაქეებს პირდაპირი ტრანსლაციის მეშვეობით, 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ, რომელიც სხდომას უძღვებოდა, კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას ანგარიშგების პროცესში აქტიურად ჩართულობისკენ.
ლელა საჯაიამ მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინება, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით, ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად დაასახელა.
“ვფიქრობ ბიუჯეტის სწორად დაგეგვმაში მოსხლეობის ინტერესების გათვალისწინება უპირობოდ მნიშვნელოვანია , სწორედ ამიტომ აქტიურ რეჟიმში ჩემს კოლეგებთან ერთად გავდიოდი კონკრეტულ მისამართზე და ვხვდებოდით ადგილობრივ მოსახლეობას , ვისმენდით და ვინიშნავდით მათ პრობლებს , საკითხები პრიორიტეტების მიხედვით შევარჩიეთ ადგილობრივ მერიასთან ერთად და მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში გავითვლისწინეთ “-აღნიშნა საკრებულოს წევრმა.
მან, ასევე, ისაუბრა მოქალაქეებთან შეხვედრის დროს წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე, საკრებულოს მიერ მისაღებ სამართლებრივი აქტების განხილვა-დამტკიცებაში მის ჩართულობაზე.
საკრებულოს წევრის საქმიანობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა.