ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე განიხილეს საჯარო კონსულტაციების ჩარჩო საქართველოში.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს 2021 წლის იანვარში პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის „საქართველოში საზოგადოების მონაწილეობისა და საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი“ ძირითადი მიგნებებზე, ასევე, საქართველოში მმართველობის სხვადასხვა დონეზე არსებული საზოგადოების მონაწილეობისა და საჯარო კონსულტაციების სამართლებრივი ჩარჩოსა და პრაქტიკის გაუმჯობესების შესახებ გაამახვილეს ყურადღება.
დავით დარჩიამ ოზურგეთის საკრებულოში დანრეგილი პრაქტიკის შესახებ ისაუბრა, სამოქალაქო საზოგადოებასთან მრავალმხრივი თანამშრომლობისა და ამ თანამშრომლობის შედეგად წარმატებით განხორციელებული პროექტებზე მიაწოდა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია.
შეხვედრა დისკუსიით დასრულდა.