ახალი ფისკალური წელი პროგრამული ბიუჯეტით დაიწყება.
ფინანსური მენეჯმენტის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახალი პროექტი განხორციელდება. ონლაინ შეხვედრაზე, რომელშიც მერიის, საკრებულოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, პროექტის ძირითადი ეტაპები, ვადები, შედეგები, მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის პროცესი განიხილეს.
საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებაზე USAID- GGI “კარგი მმართველობის ინიციატივა” მხარდაჭერით, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის – PMCG ექსპერტები მერიასთან და საკრებულოსთან ინტენსიურად იმუშავებენ.
მომზადდება:
• 2022-2025 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი;
• 2022-2025 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა;
• 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტი;
• 2022 წლის ბიუჯეტის მოქალაქის გზამკვლევი;
• 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.
2022 წლის პროგრამული ბიუჯეტის პროექტი და 2022-2025 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა, პროგრამული ბიუჯეტის PEFA-რეკომენდაციების შესაბამისად მომზადდება.
აღსაღნიშნავია, რომ OGP-ის ადგილობრივი პროგრამის სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთ ვალდებულებად 2022 ფისკალური წლისთვის, პროგრამული ბიუჯეტის შემუშავება განიხილება. სამოქმედო გეგმას ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობა პარტნიორობის ადგილობრივ პროგრამაში მიმდინარე წლის 30 ივლისამდე წარადგენს.