საქართველოში, 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე აღინიშნება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის – განათლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების ორგანიზებით, მრავალშვილიან ჩხარტიშვილებისა და ჩხატარაშვილების ოჯახს, მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ტკბილეული და საოჯახო ტექნიკა გადასცა.
„დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დაგვიდგინა, როგორც ეროვნული დღესასწაული და მადლობას ვუხდით ამისათვის. ცხოვრების მთავარი აზრი ოჯახია. მეუღლეებს შორის პატივისცემა და შვილების მშობლებისადმი მოკრძალება ოჯახურ ერთობას განაპირობებს. ეს ერთობა განსაკუთრებულად მრავალშვილიან ოჯახებში იგრძნობა. მე სამი შვილის მამა ვარ, ეს მაძლევს ყველა სირთულის დაძლევის ძალას, გილოცავთ ამ დღეს და შვილთა სიმრავლეს გისურვებთ.“ – აღნიშნა ირაკლი სირაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.
#გურია #ოზურგეთი2021#ოჯახისსიწმინდისდღე2021