საქართველოში 18 მაისს „ეროვნული სამოსის დღე“ აღინიშნება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მე-6 წელია უერთდება კარნავალის ტიპის კოსტიუმირებულ კამპანიას.
თეატრალურ მოედანზე, ქართული ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ზენაარის“ შესრულებით მოეწყო სხვადასხვა პერფომანსები.
„ოზურგეთიდან მივესალმებით მთელ საქართველოს და ვულოცავთ ამ დღესასწაულს, რომელსაც „ეროვნული სამოსის დღე“ ჰქვია. უკვე, მე-6 წელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტი აღნიშნავს ამ მშვენიერ დღეს. ვფიქრობთ, რომ ეს სწორედ ჩვენი იდენტობის გამომხატველია და მას ნამდვილად გაფრთხილება სჭირდება,“- აღნიშნა მარინა ჯაფარიძემ.
ღონისძიება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის – განათლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.
მსვლელობას, ქალაქის მაცხოვრებლები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეგახსენებთ, რომ „ეროვნული სამოსის დღე“ – კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული დღესასწაულია, რომელიც 2016 წლიდან საქართველოში იმართება. მისი მიზანია ქვეყნის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა.
#ოზურგეთი #გურია#ეროვნულისამოსისდღე2021