კონჭკათი ოზურგეთიდან 16 კილომეტრითაა დაშორებული. თემში შემავალი სოფელია განთიადი. მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში. სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და ადმინისტრაციული შენობა და ამბულატორია.
კონჭკათში დგას წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესიის ნანგრევვები, რომელიც მიჩნეულია XII-XIII სს.-ის ძეგლად. კონჭკათის ეკლესია შუა საუკუნეების გურიის არქიტექტურული ხელოვნების მშვენიერი ნიმუშია. სოფლის განაპირას კატის ციხის ნანგრევებია, რომელიც ლეგენდის თანახმად, მიწისძვრას დაუნგრევია, ნანგრევების სანახავად მისულ მოსახლეობას კი იქ კატა დახვედრია, აქედან წარმოიშვა ციხის სახელწოდებაც.