მდებარეობს ოზურგეთიდან 14 კმ.-ის დაშორებით. სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ამბულატორია, ბიბლიოთეკა, სააქტო და სპორტული დარბაზი. თხინვალში მოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთობა“.
სოფლის ადრინდელი სახელწოდებაა ახალსაყდარი. 1930-იან წლებში სოფელს სახელი შეუცვალეს და ფართოდ გავრცელებული თხილის კულტურის გამო თხინვალი დაარქვეს.