საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა და დასკვნა დაამტკიცა.
კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ პრიორიტეტების დოკუმენტში ასახული პროგრამების/ ქვეპროგრამების
განხორციელების შუალედური და საბოლოო შედეგები და მათი შეფასების ინდიკატორები (ძირითადად გაზომვითი) ზოგადია და საჭიროა მათი შესაბამისობაში მოყვანა. კომისიის რეკომენდაციით, ასევე, უმჯობესია 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის თანმხლებ ბიუჯეტის გადასახდელების ცხრილში წარმოდგენილი ხარჯები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფუძნებულ კერძო იურიდიული პირებთან
მიმართებაში სავალდებულო წესით გაიწეროს.
ამ და სხვა შენიშვნებთან ერთად კომისიის დასკვნა მერიას წარედგინება.