ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესი დაიწყო.
საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიამ მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე იმსჯელა.
აღინიშნა, რომ პროექტი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით არის წარმოდგენილი. ყურადღება გამახვილდა ბიუჯეტის პარამეტრებსა და პრიორიტეტებზე.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით 2023 წლის ბიუჯეტი 33 649.0 ათასი ლარით განისაზღვრა და შემდეგ პრიორიტეტებში გადანაწილდა:
ინფრასტრუქტურის განვითარება, დასუფთავება და გარემოს დაცვა განისაზღვრა;
განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი;
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა;
კომისიამ დასკვნა შეიმუშავა და მიზანშეწონილად მიიჩნია პროექტის საკრებულოს სხდომაზე განხილვის შემდეგ, გამოთქმული წინადადებებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, კორექტირების მიზნით, მერიისათვის დაბრუნება.
დღესვე, დარგობრივმა კომისიამ საკრებულოს წევრების ეროდი გორდელაძის და გელა ჩავლეშვილის ფრაქცია ” ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” – დან გასვლის თაობაზე ინფორმაცია მოისმინა. არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე ეცნობება საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას.
სხდომის თავმჯდომარემ, პაატა კიღურაძემ განაცხადა, რომ ფრაქციის წევრთა რაოდენობის ცვლილება განაპირობებს კომისიების შემდგენლობაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ცვლილებას, რაზედაც ინფორმაცია მიეწოდება საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე.