ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიის განხილვა დაიწყო.
საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიამ 2023 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე იმსჯელა.
კომისიის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ბიუჯეტის პაარამეტრებსა და პრიორიტეტებზე.
წარმოდგენილი დაკორექტირებული პროექტის მიხედვით, 2023 წლის ბიუჯეტი 34480,0 ათას ლარს შეადგენს და შემდეგ პრიორიტეტებზე გადანაწილდა:
ინფრასტრუქტურის განვითარება, დასუფთავება და გარემოს დაცვა;
განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი;
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა;
საკრებულოს წევრებმა დადებითი დასკვნა შეიმუშავეს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ პროექტი წარდგენილი იქნას საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით.
მსგავსი სტატიები