OGP Local – ის ფარგლებში, ზუმის ფორმატში, სამუშაო შეხევდრა გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
შეხვედრაზე, OGP Local -ოზურგეთის ფორუმის მიერ აღებული ვალდებულების შესრულების მონიტორინგსა და შეფასებაზე იმსჯელეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა OGP- ის 2021 წლის ადგილობრივი სამოქმედო გეგმისთვის შემდეგი სამი ვალდებულება აიღო:
საჯარო სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოწყვლადი ჯგუფებისათვის და მათ საჭიროებებზე რეაგირების გაუმჯობესება;
კორუფციის რისკების მართვის სისტემის გაუმჯობესება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საჯარო ფინანსების მართვის პროცესების გაუმჯობესება ინკლუზიური და აქტიური ჩართულობით.
მონიტორინგი და შეფასება, ის შემდეგი ეტაპია, რაზედაც ფორუმის წევრებმა იმსჯელეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ლოკალური პროგრამის წევრად გასულ წელს აირჩიეს.
მსგავსი სტატიები