ოზურგეთის საკრებულოს დარგობრივმა კომისიებმა რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს და გადაწყვეტილება მიიღეს, აქტის პროექტი შეტანილ იქნას საკრებულოს სხდომაზე განსახილველად და დასამტკიცებლად.
კომისიების მსჯელობის საგანი გახდა მუნიციპალიტეტების მიერ შექმნილი ა(ა).ი.პ-ების მიერ გაწეული მუშაობის აუდიტორული ანგარიში, რომელიც მოიცავს 2014-2019 წლებს. საკრებულოს წევრები, იმ რეკომენდაციებსაც გაეცნენ, რომლებიც ა(ა).ი.პ-ების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით ანგარიშში აისახა.
აღნიშნული საკითხის განხილვა საკრებულოს სხდომაზე გაგრძელდება. საკრებულო ა(ა).ი.პ-ების მიერ გაწეული მუშაობის აუდიტორულ ანგარიშს ცნობად მიიღებს.
მსგავსი სტატიები