ოზურგეთის საკრებულომ, დღეს, 10 საკითხზე იმსჯელა.
საკრებულომ ცნობად მიიღო ინფორმაცია, ნათია გოლიაძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე;
ცვლილებები შევიდა საკრებულოს რეგლამენტში, საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ნორმატიულ აქტში და გენდერული თანსაწორობის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობაში.
საკრებულომ 2022 წლის სამუშაო გეგმა დაამტკიცა და დადგენილება მიიღო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.
მსგავსი სტატიები