საკრებულომ, დღეს, დაამტკიცა საქართველოში იაპონიის საელჩოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის გასაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების შეთანხმების შესახებ განკარგულების პროექტი. საქართველოში იაპონიის საელჩო მუნიციპალიტეტს გრანტს გადაცემს. იგეგმება ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში, რომელიც ხანძრის შედეგად დაზიანდა.
საკრებულომ, ასევე, მოიწონა ის საპროექტო იდეები , რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ,,2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსზე განსახილველად წარადგენს.
მსგავსი სტატიები