საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხზე იმსჯელეს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა შემდეგ დადგენილების პროექტებში: ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, აგრეთვე, საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“, ასევე, ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულებაში“. დამტკიცდა დადგენილება „ოზურგეთის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის თაობაზე“.
აგრეთვე, საკრებულომ განკარგულება მიიღო 2023 წლის I კვარტლის სამუშაო გეგმის შესახებ, როგორც სხდომაზე განიმარტა საკრებულო სამუშაო გეგმას ყოველ კვარტლურად დაამტკიცებს.