სამედიცინო ცენტრმა “ლაზიკა მედიმ“ ოზურგეთში “ლაზიკამედის აკადემია“ გახსნა, რომელიც აუტისტური სპექტრისა და განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებს მოემსახურება.
აკადემიის მიზანია, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვთა იმ უნარ-ჩვევების განვითარებასა და სრულყოფას, რომელიც მომავალში დაეხმარება მათ სოციალურ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში, დამოუკიდებლად ფუნქციონირებასა და ინტეგრაციაში.
ცენტრის გახსნის ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,ლაზიკამედის აკადემია“ 100-მდე ბენეფიციარზეა გათვლილი და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, სადაც შესაძლებელი იქნება შემდეგი სერვისების მიღება: მეტყველების, ქცევითი და სენსორული თერაპიების, ასევე, ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის კონსულტაცია.