ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მთავარი გზები ამ მომენტისთვის დამატებით გაწმენდილია შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში:
ციხისფერდი – გურიანთა
დვაბზუ – გაღმა დვაბზუ
ლიხაური
ნაწილობრივ გაიწმინდა ნაგომარი, თხინვალი, მაკვანეთი, შრომა, კონჭკათი, მერია, ნატანები; ჯუმათის, სილაურისა და ბაილეთის გზები.
ამ წუთებში იწმინდება:
ქალაქ ოზურგეთის ქუჩები
სოფ. ოზურგეთი
ბოხვაური
ვაკიჯვარი
ბახვი
სოფლებში: ჭანიეთში, შემოქმედში, ცხემლისხიდში, ძიმითში, ასკანა -მზიანში სამუშაოები უახლოეს საათებში დაიწყება. თოვლის წმენდის პროცესში ჩართულია 20 ერთეული ტექნიკა.
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია:
სოფელი შრომა
სოფელი ნატანები – ნაწილობრივ
ქალაქი ოზურგეთი – ნაწილობრივ
“ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომლები ცალკეულ უბნებზე ელექტროენერგიის აღსადგენად ინტენსიურად მუშაობენ.