ოზურგეთის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გელა ჩავლეშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე, ამავე კომისიის მიერ 2021 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, ანგარიში შეაფასეს დამაკმაყოფილებლად და მხარი დაუჭირეს მისი ჯერ საკრებულოს ბიუროს, შემდგომ საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარდგენას, შეფასებისა და ცნობად მიღების მიზნით.
კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის , გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შესახებ“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილი გააცნო. ინფორმაცია კომისიამ ცნობად მიიღო.
მსგავსი სტატიები