ოზურგეთის საკრებულო განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე ა(ა).ი.პ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“-ს მიერ 2021 წელში გაწეული მუშაობის თაობაზე იმსჯელეს.
ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ საკრებულოს წევრებს ყველა იმ მნიშვნელოვანი ღონისძიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც გასულ წელს განხორციელდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კოვიდ პანდემიასა და არსებულ გამოწვევებზე.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. “ასეთ რთულ მდგომარეობაში, როდესაც მსოფლიო და მათ შორის ჩვენი ქვეყანა ებრძვის COVID-19-ს, სამედიცინო პერსონალის და უშუალოდ თქვენი ცენტრის მუშაობა, არის ფასდაუდებელი. მსურს, საკრებულოს სახელით, მადლობა გითხრათ გაწეული შრომისთვის. ჩვენის მხრივ ყოველთვის მზად ვართ, თქვენთან კოორდინირებულად, მაქიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე” – განაცხადა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ხომერიკმა.
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“-ს მიერ 2021 წელში გაწეული მუშაობა დადებითად შეფასდა და
მიღებულ იქნა ცნობად.
მსგავსი სტატიები