ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ, საკრებულოს მორიგ სხდომაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელა და სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა.
დარგობრივმა კომისიებმა, ბიუროს, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით დასკვნები წარუდგინეს.
ბიურომ დაარეგისტრირა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა და ცნობად მიიღო ინფორმაცია კომისიათა პერსონალური შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ.
ბიუროს გადაწყვეტილებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2022 წელს დამტკიცებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის განხილვა შემდგომი სხდომისთვის გადაიდო.
საკრებულოს სხდომა 23 მარტს 12 საათზე გაიმართება.
მსგავსი სტატიები