ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი და გურიის მხარის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს.
დღეს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ფოლკლორისტს, გურული საგალობლების მკვლევარსა და ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელს, რომლის წვლილიც ფასდაუდებელია ქართული კულტურის წინაშე ანზორ ერქომაიშვილს 82 წელი შეუსრულდებოდა.