ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, გურული საგალობლების მკლევარს, ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელსა და საქართველოს სახალხო არტისტს ანზორ ერქომაიშვილს დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა.
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლესთან, ლალი სეთურიძესთან ერთად,
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს, მის ხსოვნას პატივი მიაგეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი ღვაწლი, რომელიც ფასდაუდებელია.