🇬🇪 დღეს, 16 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან.
საკანონმდებლო, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა და საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავები გვირგვინებით შეამკეს, მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
2008 წელს საომარი მოქმედებების დროს სამი ოზურგეთელი სამხედრო დაიღუპა: თემურ ჭიტაძე (სოფელი გურიანთა), თამაზ ნიკიტინი (ქალაქი ოზურგეთი) და ზაურ თენიეშვილი (ქალაქი ოზურგეთი).