2008 წლის წლის აგვისტოს ომის მე -12 წლისთავთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი და გურიის მხარის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპულთა გმირების საფლავები გვირგვინებთ შეამკეს, მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. „აგვისტოს ომი გახლავთ საქართელოს უახლოეს წარსულის ყველაზე დიდი ტრაგედია. ამ ომს ასობით ჩვენი უდანაშაულო თანამემამულის, გმირი ჯარისკაცების სიცოცხლე შეეწირა.
ისინი არიან მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, თავდადების. ქედს ვიხრი მათ წინაშე.«. – საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 169 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. საომარი მოქმედებების დროს დაუღუპა სამი ოზურგეთელი სამხედრო: თემურ ჭიტაძე (სოფელი გურიანთა), თამაზ ნიკიტინი (ქალაქი ოზურგეთი) და ზაურ თენიეშვილი (ქალაქი ოზურგეთი).