„მოძრავი საინფორმაციო ცენტრი ბორბლებზე“ – ეს არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დამზადებული საინფორმაციო ბრენდირებული ავტობუსი, რომელიც ტურისტული მიმართულებით ახორციელებს სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიას.
ავტობუსი მთისა და ზღვის კურორტებზე, რეკრეაციულ სივრცეებში, გამოფენებსა და ფესტივალებზე დაინტერესებულ პირებს მიაწვდის ინფორმაციას სხვადასხვა ტურისტული ადგილმდებარეობის, შავიზღვისპირეთში გასართობი აქტივობების, მუნიციპალური პროექტების: „ჩაის გზა“, ,,ჩხავერის ისტორია“ და გურული ფოლკლორის მასტერკლასების, მასპინძელი საოჯახო სასტუმროებისა თუ ადგილობრივი კულტურის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ავტობუსი აღჭურვილია პროექტორით და ეკრანით.
პროგრამის მიზანია, არა მარტო უხცოელ ტურისტებს მიაწოდოს ინფორმაცია, არამედ ხელი შეუწყოს შიდა ტურიზმის განვითარებას.
საინფორმაციო კამპანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ეკონომიკისა და ქონების სამსახურის – ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით და ადგილობრივი გიდების დახმარებით ხორციელდება.