ოზურგეთში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილი მებრძოლთა მემორიალი, ეროვნული გმირის, ზაზა დამენიასა და აგვისტოს ომში დაღუპულთა გმირების საფლავები გვირგვინებით შეამკეს. სასულიერო პირებმა გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.
„ ოზურგეთში პატივი მივაგეთ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს. ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე! მჯერა,
#ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას და გამთლიანებას!“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
2008 წელს საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა სამი ოზურგეთელი სამხედრო: თემურ ჭიტაძე (სოფელი გურიანთა), თამაზ ნიკიტინი (ქალაქი ოზურგეთი) და ზაურ თენიეშვილი (ქალაქი ოზურგეთი).
მსგავსი სტატიები