🔹 ოზურგეთში, დოლიძის ქუჩაზე მუნიციპალური ინსპექციის ახალი ოფისი გაიხსნა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.
შენობა აღჭურვილია ახალი ტექნიკითა და ყველა საჭირო ინვენტარით.
ახალი ოფისი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და მერმა ავთანდილ თალაკვაძემ დაათვალიერეს.
მუნიციპალური ინსპექცია ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით დადგენილი წესით ყველა საზედამხედველო ფუნქციას ახორციელებს.