ზაზა დამენიას 51 წელი შეუსრულდებოდა – ეროვნული გმირის საფლავი დღეს გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ზაზა დამენია 2004 წლის 16 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა. მას სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.