დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 19 წელი გავიდა.
მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
კაპრალი ზაზა დამენია ვაზიანის მე-11 მექანიზებული მსუბუქი ქვეითი კომანდოს მესამე ასეულში მსახურობდა. იგი 2004 წლის აგვისტოში, საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან ერთად, ცხინვალის რეგიონში ქართული სოფლების დასაცავად გაიგზავნა და 16 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებებს შეეწირა. ზაზა დამენიას „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“ ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა.