საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა.
დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი და გურიის მხარის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკეს.
კაპრალი ზაზა დამენია ვაზიანის მე-11 მექანიზებული მსუბუქი ქვეითი კომანდოს მესამე ასეულში მსახურობდა. იგი 2004 წლის აგვისტოში ცხინვალის მისადგომებთან ბრძოლაში დაიღუპა. ზაზა დამენიას „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“ ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა.