საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს ზაზა დამენიას დღეს 50 წელი შეუსრულდებოდა.
მხარისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ზაზა დამენია 2004 წლის 16 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა. მას „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“ ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა.
მსგავსი სტატიები