საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია – „ემეგობრე პოლიციას“

ოზურგეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია – „ემეგობრე პოლიციას“ გაიმართა, რომელსაც მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
საზოგადოებრივ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე,
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა ჩატარდა.

მსგავსი სტატიები