ზაზა დამენია 2004 წლის აგვისტოში, საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან ერთად, ცხინვალის რეგიონში ქართული სოფლების დასაცავად გაიგზავნა და 16 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებებს შეეწირა. მას „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“ ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა.