მოქალაქეთა საყურადღებოდ – აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში, ოზურგეთში თერმული ნისლით დამუშავება იწყება!
ხვალ, 16 აგვისტოს – 22:00 საათზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ქალაქის ტერიტორია თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, შეწამვლის დროს დახურონ კარ-ფანჯრები და მოერიდონ გარეთ გამოსვლას!