საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 19 წელი გავიდა – მის ხსოვნას პატივი მიაგეს გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
„დღეს, ოზურგეთში პატივი მივაგეთ ზაზა დამენიას ხსოვნას და კიდევ ერთხელ გამოვხატეთ თანაგრძნობა ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. ყოველთვის ვიამაყებთ ჩვენი გმირი ჯარისკაცების თავდადებით, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ქვეყნის მთლიანობას შესწირეს,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
ზაზა დამენია 2004 წლის 16 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. მას „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“ ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა.