ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
ქართული ფოლკლორის დიდ მოამაგეს, გენიალურ ლოტბარს და მუსიკოსს ანზორ ერქომაიშვილს დღეს 83 წელი შეუსრულდებოდა.
ოზურგეთის მერის მოადგილეებმა გიორგი ღურჯუმელიძემ, ნიკა ბოლქვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ და გურიის მხარის წარმომადგენლებმა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს, მის ხსოვნას პატივი მიაგეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი ღვაწლი, რომელიც ფასდაუდებელია.