შეკვეთილში, მუსიკალური პარკის „სოციალურ სივრცეში“ თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის” ორგანიზებით, გარემოსდაცვითი შეხვედრა – „სამოქალაქო პიკნიკი” გაიმართა.
ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს წევრებთან ერთად, მერი ავთანდილ თალაკვაძე, პროექტის დირექტორი ზურაბ ნასარაია და მოწვეული ექსპერტი ლიეტუვადან ვიდა ვრუბლიაუსკენე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს მდინარე სუფსის აუზთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები: შავი ზღვისა და მდინარეების ეკოსაფრთხეები, კლიმატის ცვლილებების გამომწვევები, ქალების როლი ეკომენეჯმენტში, მუნიციპალური ნარჩენების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ზღვის ბინადრებზე და სხვ.
პროექტი „კლიმატის ცვლილების მიტიგაცია გურიაში – სამოქალაქო აქტივიზმი სუფთა სუფსისთვის“ მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP) ფარგლებში, რომელსაც CENN-ი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს საქართველოს ოთხ რეგიონში.