,,კლიმატის ცვლილებების მიტიგაცია გურიაში – სუფთა სუფსისთვის”

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პროექტის „კლიმატის ცვლილების მიტიგაცია გურიაში – სამოქალაქო აქტივიზმი სუფთა სუფსისთვის“ შემაჯამებელი ფორუმი გაიმართა.

პროექტის მიზანია გურიაში კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის ხელშეწყობა, მდინარე სუფსის აუზის დაბინძურების რისკების შეფასება მოქალაქეთა ჩართულობის გზით.

შეხვედრის მონაწილეებმა – ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა იმსჯელეს პროექტის ფარგლებში მომზადებული რეკომენდაციების, კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების და სამომავლო ინიციატივების შესახებ.

მონაწილეებს მიესალმა და სიტყვით მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, ასევე ფორუმს მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის ძირითადი აქტივობების, მიღწევების, მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა პროექტის დირექტორმა ზურაბ ნასარაიამ, ლიეტუვას გარემოსდაცვითი პრაქტიკის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა მოწვეული ექსპერტმა, ვიდა ვრუბლიაუსკენემ.

შეხვედრის ბოლოს, დაჯილდოვნდნენ ნახატების კონკურსის „სუფთა სუფსა“ გამარჯვებული მოზარდები, „ბუნების ქომაგი ქალის“ სერტიფიკატები გადაეცათ პროექტის მონაწილე ქალბატონებს.

პროექტი „კლიმატის ცვლილების მიტიგაცია გურიაში – სამოქალაქო აქტივიზმი სუფთა სუფსისთვის“ მიმდინარეობდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP) ფარგლებში, რომელსაც CENN-ი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს ოთხ რეგიონში.

მსგავსი სტატიები