➡ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში (CEMR) წარდგენილმა დელეგაციის წევრებმა, მათ შორის ოზურგეთის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ხომერიკმა ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) პოლიტიკის კომიტეტის სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.
➡ პარიზში გამართულ სხდომაზე, რომელშიც 100 – მდე დელეგატი იყო ჩართული, ასევე ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ CEMR – ის პოლიტიკური კომიტეტის 2023 წლის 6-7 ივნისის სხდომა თბილისში ჩატარდება.
➡ კომიტეტის შეხვედრაზე, კრიზისების, სოციალური არასტაბილურობისა და საზოგადოების პოლარიზაციის მიმართულებით, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების როლსა და ხელშეწყობაზე გაიმართა დებატები. სხდომის მონაწილეებმა, ასევე სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში, გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და ფინანსური დოკუმენტები განიხილეს.
➡ ბოლო სესია კი, 2022 წლის ღონისძიებების შეჯამებასა და სამომავლო გეგმებზე მსჯელობას დაეთმო.
✔ ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭო (CEMR) უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ევროპული ასოციაციაა და ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც 41 ევროპული ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს აერთიანებს. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია კი, CEMR-ში 2010 წლიდანაა გაწევრიანებული და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა თემების განხილვაში.