საკრებულოს ინიციატივა ,, თვითმმართველობა განათლებისთვის“ ფარგლებში, წარმომადგენლობით ორგანოს ბახვის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ესტუმრნენ.
თვითმმართველობის საკითხებზე, საკრებულოს ფუნქციებსა და მუშაობაზე ახალგაზრდებს ინფორმაცია საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლავრენტი ბიგვავამ, ბახვის მაჟორიტარ მარიკა ჩხიკვიშვილთან ერთად მიაწოდა. საკრებულოში დანერგილ მონაწილეობით ფორმებზე, ჩართულობის ინსტრუმენტებსა და აპარატის საქმიანობაზე კი აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ ისაუბრა.
ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომელიც საკრებულოში წლებია მიმდინარეობს, ითვალისწინებს თვითმმართველობის მნიშვნელობის პოპულარიზაციას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის წახალისებას.
,,თვითმმართველობა განათლბისთვის“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ,,ღია მმართველობა პარტნიორობის“ ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებთან და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, 2016 წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებით ხორციელდება.