ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა.
სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბიუჯეტის პროექტი განხილულია საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებში, ცნობილია მისი პრიორიტეტები და ძირითადი პარამეტრები, აგრეთვე დაფიქსირებულია შენიშვნები და რეკომენდაციები. აქედან გამომდინარე, კომისიის წევრებმა ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებზე, აგრეთვე იმ სიახლეებზე, რომელიც ასახულია პროექტში.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საკრებლოს წევრების შეკითხვებს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგნელი პასუხობდა.
კომისიამ გადაწყვიტა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს სხდომაზე განხილვის შემდეგ, გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების შესაბამისად კორექტირების მიზნით, დაუბრუნდეს მუნიციპალიტეტის მერიას.