საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის არჩევა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე აირჩია.

მას შემდეგ, რაც  საკრებულოს ბიურომ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია ცნობად მიიღო, საკრებულომ ფარული კენჭისყრის გზით კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გამართა.

 

საკრებულოს 9 წევრის ინიციატივით, კომისიის თავმჯდომარის კანდიდატი გელა ჩავლეშვილი, საკრებულომ 24 ხმით აირჩია.

მსგავსი სტატიები