დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხზე იმსჯელეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით 7 უსახელო ქუჩას შემდეგი სახელები მიენიჭა: ,,ძმობის“, ,,მთისბროლის“, ,,თამარ მეფის“ , ,,მაგნეტიტის“, ,,მეგობრობის“, ,,გაბრიელ ეპისკოპოსის“ და ,,შოთა გოგუაძის“.
დამტკიცდა შემდეგი დადგენილება: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმების დამტკიცების შესახებ;
საკრებულომ ცნობად მიიღო ინფორამცია, ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის III კვარტლის შესრულების ანგარიშის მიმოხილვის თაობაზე.“