კალანდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ სივრცეში, ყველა ძველი ტრადიციის დაცვით ჩატარდა და საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.
გაიმართა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალური პერფორმანსები; კულინარიული მასტერკლასი – შეფ-მზარეული ლადო დანელია; მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა – გაყიდვა;
ჩატარდა ტრადიციული საკალანდო რიტუალი – აგუნა, ჩიჩილაკის დამზადება და ჭურის მოხდა.
ღონისძიებას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი, სხვა მოწვეული სტუმრები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
მსმენელის წინაშე დათუნა სირბილაძე კვარტეტი “რანინა”, სალომე ბაკურაძე და სოფო ბედია წარსდგნენ.
ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
მსგავსი სტატიები