ასკანობა 2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში სახალხო დღესასწაული “ასკანობა“ აღინიშნა.

ღონისძიებას მხარისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტრადიციად ქცეული დღესასწაული სოფელ ასკანაში სპორტული და კულტურული ღონისძიებებით დაიწყო. გაიმართა დოღი, შეჯიბრი მინი-ფეხბურთში, მკლავჭიდში, ფრენბურთში, ნარდსა და მაგიდის ჩოგბურთში.  ჩატარდა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების: „ასკანელი,“ „შვიდკაცა“  და „შემოქმედის“ კონცერტი. მოეწყო ზაურ ჩხეიძის წიგნის – „დილა მშვიდობისა ჩემო სოფელო“ პრეზენტაცია. სპორტულ შეჯიბრში გამარჯვებულებს  სპეციალური პრიზები და სიგელები გადაეცათ.

მსგავსი სტატიები