კალანდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ სივრცეში, ყველა ძველი ტრადიციის დაცვითა და საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა!
მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა – გაყიდვა; ჩატარდა ტრადიციული საკალანდო რიტუალი – აგუნა, ჩიჩილაკის დამზადება და ჭურის მოხდა. გაიმართა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალური პერფორმანსები; კულინარიული მასტერკლასი.
ღონისძიებას გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
მსენელის წინაშე ჯგუფ “Reggaeon” წარსდგა. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
მსგავსი სტატიები